Transfermarkt-ზე, ეროვნული გუნდის ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის ფასი გაიზარდა
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა.
განახლებული მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და მისმა ფასმა 45 მლნ ევრო შეადგინა.
რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 15-დან 20 მლნ ევრომდე გაიზარდა, გიორგი ქოჩორაშვილის 1-დან 2.5-მლნ ევრომდე, ლაშა დვალის 1.5 მლნ ევრომდე, ოთარ კაკაბაძის 1 -მლნ ევრომდე.
გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:
ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
გიორგი მამარდაშვილი – 45 მლნ ევრო
გიორგი მიქაუტაძე – 20 მლნ ევრო
ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
ზურიკო დავითაშვილი -3 მლნ ევრო
საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო
გიორგი ქოჩორაშვილი – 2.5 მლნ ევრო
გიორგი ჩაკვეტაძე – 2,5 მლნ ევრო
გიორგი გოჩოლეიშვილი – 2,5 მლნ ევრო