როგორ მუშაობს მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დედოფლისწყაროში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კახეთში, ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფერმერმა 3300 ტონა წარმადობის მქონე ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; სესხის თანხა 900,000 ლარს აჭარბებს.
სამინისტროს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 419 შეღავათიანი სესხია გაცემული.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით, 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია.
მარცვლეულის შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით 29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი“-აცხადებენ უწყებაში.