ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
17 ივლისის მონაცემებით, თბილისის დროით 11:00 საათზე, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 2 466 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემების თანახმად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით, ოქროს ფასი 6,36%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზრებზე ივნისში ოქროს ფასი სტაბილური იყო და თვე თითქმის უცვლელად – ერთ უნციაზე 2 327 დოლარის ღირებულებით დახურა. მიუხედავად ერთთვიანი სტაბილურობისა, 2024 წლის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე ოქროს ფასი მსოფლიო ბაზრებზე 12.8%-ით არის გაზრდილი.