ყველაზე იშვიათი გვარები საქართველოში
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ორივე სქესის წარმომადგენელი, 30 022 ბერიძეა ქვეყანაში, 19259 კაპანაძე და 18333 – გელაშვილი.
მხოლოდ კაცებში ლიდერობს ბერიძე 14963 მამრობითი სქესის წარმომადგენლით, მამედოვი 14482 და კაპანაძე – 9538.
ბერიძე ქალებშიც პირველ ადგილზეა 15059 მდედრობითი სქესის წარმომადგენლით, მამედოვა – 13487 და კაპანაძე – 9721.
რაც შეეხება იშვიათ გვარებს, რომელიც ყველაზე ცოტაა საქართველოში, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ავგაროზაშვილი
თერძიშვილი
კბილიანაშვილი
ზეცაშვილი
ზურმუხტაშვილი
კრიჭინაშვილი
ვარვარიძე
სურვილაძე
შავთვალიშვილი
უფროსაშვილი
თევდორიკაშვილი
ნამზითიშვილი
ბუჩუხიშვილი
ელკანაშვილი
სასურქინაშვილი
კვიტინი
ღვლიღვაშვილი
მონავარდიშვილი