პარაპლანით ფრენის რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პარაპლანის ფრენის რეგულირებაში ცვლილებები შევიდა.
დადგენილების მიხედვით, პარაპლანით ფრენის რეგულირების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/ კატეგორიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების და პარაპლანის ვარგისობის დადგენის განმახორციელებელ პირად, 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია განისაზღვრება.
აღნიშნული ცვლილება პარაგლაიდინგის ფედერაციისთვის უფლებამოსლების ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.
ცვლილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, რომლის თანახმადაც დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენა კახეთში, საგარეჯოშია შესაძლებელი.