სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო
სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877 000 ლარი“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 9 062 000 ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, ყველაზე ცოტა კი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის 193 ათასი ლარია გამოყოფილი.
კერძოდ: ყვარლის მუნიციპალიტეტს 4 420 000 ლარი გამოეყო; სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 2 180 000 ლარი; გურჯაანის მუნიციპალიტეტს 3 883 000 ლარი; თელავის მუნიციპალიტეტს 4 027 000 ლარი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 1 872 000 ლარი; საგარეჯოს მუნიციპალიტეტს 2 059 000 ლარი.