ახალი ამბები

წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ Luxe Global Awards-ის 4 ნომინაციაშია ნომინირებული

წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ Luxe Global Awards-ის 4 ნომინაციაში იღებს მონაწილეობას.

სასტუმროს შანსი აქვს გახდეს საუკეთესო ისტორიული სასტუმრო, საუკეთესო კულტურული სასტუმრო, საუკეთესო ღვინის მამულის სასტუმრო და საუკეთესო დიზაინ სასტუმრო. LUXE Global ასახელებს გამორჩეულ ობიექტებს სტუმარმასპინძლობის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შერჩეულ ნომინანტებს შორის გამარჯვებულები ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდებიან.

მსურველებს ხმის მიცემა შეუძლიათ 21 ივლისამდე შემდეგ ბმულზე:

https://www.luxeglobalawards.com/…/tsinandali-estate-a…/