თელაველ კომპოზიტორს ჯუმბერ სახეიშვილს 87 წელი შეუსრულდა
თელაველი კომპოზიტორის, პედაგოგის, ლოტბარისა და 300-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორის, საპატიო თელაველის, ჯუმბერ სახეიშვილს 87 წელი შეუსრულდა.
მისი როლი განუზომელია თელავის კულტურული და მუსუკალური ცხოვრების განვითარებაში.
მისი ვარსკვლავი თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ, 2019 წელს გაიხსნა.