ლაგოდეხში ნაყინის ფესტივალი გაიმართება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნაყინის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი 6 ივლისს, 18:00 საათზე, ქალაქ ლაგოდეხში, რანის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილზე დახვდებთ ნაყინის მრავალფეროვნება და სასიამოვნო გარემო
,,ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საბავშვო პროგრამები: დრამერების შოუ, ანიმატორების შოუ, ლაზერ შოუ. მოეწყობა ატრაქციონები და ღონისძიებაზე გამოჩნდებიან კოსტუმირებული ზღაპრის გმირები, ასევე იქნება გასართობი გათამაშებები. ფესტივალი დასრულდება კონცერტით, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“-ს მონაწილეობით. ღონისძიების მხარდამჭერი: ადგილობრივი ჩამოსასხმელი ნაყინი; ნაყინი, „გურჯაანი“, „ორეოს“ ორცხობილები”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.