საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! საქართველო აფასებს სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებულ თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. გისურვებთ, პირადობის მოწმობაში ამერიკის მოქალაქეობა დარჩეს ინსპირაციად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელს მსოფლიოში“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ისტორიული დოკუმენტი, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს ერთხმად მიიღო. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ადამიანები თანასწორნი შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.