საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი 75.3%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანამ წელს 69.2 ტონა სათამაშოების იმპორტში 121.1 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში კი, 19.2 ტონა სათამაშოებში 29.8 ათასი აშშ დოლარი.
2024 წელს მეორეული სათამაშოების იმპორტი 5 ქვეყნიდან მოხდა:
არაბთა გაერთიანებული საამიროები – $37.3 ათასის 20 ტონა;
გაერთიანებული სამეფო – $34.2 ათასის 34.2 ტონა;
კანადა – $29.06 ათასის 7.76 ტონა;
იტალია – $15.7 ათასის 7.85 ტონა;
ნიდერლანდები – $3.7 ათასის 0.7 ტონა.