დალის მთის წყალსაცავზე შესაძლოა, მზის მოტივტივე ელექტროსადგური აშენდეს
დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავზე შესაძლოა, მზის მოტივტივე ელექტროსადგური აშენდეს.
საქართველოში მეორე მოტივტივე მზის ელექტროსადგურს ამ დროისთვის „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ სიონის წყალსაცავზე ააშენებს. მზის ელექტროსადგური პროექტირების ბოლო ეტაპზეა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის მზის ელექტროსადგურები ალგეთისა და დალის წყალსაცავებზეც ააშენოს. მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ სიონის წყალსაცავზე მზის ელექტროსადგურის მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. აღნიშნული ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 3 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 4,61 გვტ. სთ.