მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს, რომელიც 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და უნიკალურ წყაროს წარმოადგენს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად
„ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის უკეთ განვითარებისთვის. აღწერის მეშვეობით შევძლებთ, რომ სწორად განვსაზღვროთ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, სოფლის-მეურნეობისა და სხვა სფეროებში. აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია. ერთად გავიგოთ რამდენი ვართ“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.