როდის განხორციელდება სასოფლო სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება გადაიდო.
დადგენილება ძალაში 2024 წლის 1 ივნისს უნდა შესულიყო, მაგრამ მთავრობის დადგენილებამ ეს თარიღი 2025 წლის 1 იანვრით შეიცვალა.
სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული, ბაღის მცენარეები, საკვები კულტურები და ხეხილი.