“ინიცირდება კანონპროექტი, რომელიც ამნისტიის წესით, პირთა გათავისუფლებას შეეხება” – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დააინიციირებენ კანონპროექტს, რომელიც ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას უკავშირდება.
“უკვე არის შედგენილი, მომზადებული შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია სისხლის სამართლის კოდექსიდან, ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს.” -განაცხადა კობახიძემ
მისივე თქმით, სასურველია, მინიმუმ 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება.