საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა პაციენტებისთვის იქნება სრულიად უფასო.
„მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ჯანდაცვაში – დაიწყო B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა.
საქართველოს ზოგად მოსახლეობაში ქრონიკული B ჰეპატიტის მაღალი გავრცელების გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება B ჰეპატიტით პაციენტების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის და მოვლის სერვისებში ჩართვის და შესაბამისად, დაავადების არასახარბიელო გამოსავლების თავიდან აცილების კუთხით.
პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის:
მანამდე არადიაგნოსტირებული პირები, რომლებსაც ჩაუტარდებათ სკრინინგული კვლევა HBsAg-ზე;
დადასტურებული ქრონიკული B ჰეპატიტით (დადებითი HBsAg და/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პაციენტები – როგორც არანამკურნალები, ისე ანტივირუსულ მკურნალობაზე მყოფები.
უარყოფითი HbsAg-ის მქონე პირებს ჩაუტარდებათ კვლევა anti-HBc (total) ანტისხეულებზე და ამ კვლევის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეეთავაზებათ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ.
ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტებს (დადებითი HBsAg და/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პროგრამის პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:
ექიმის კონსულტაცია
ღვიძლის ელასტოგრაფია (ფიბროსკანით ან ულტრაბგერაზე დამყარებული ელასტოგრაფიით) ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხის განსაზღვრისთვის
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა.
პროგრამაში პციენტების ჩართვა მოხდება ეტაპობრივად.
პაციენტები, რომელთაც ღვიძლის ელასტოგრაფიით დაუდგინდებათ ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხი