ირაკლი კობახიძე – უკვე შემუშავებულია ახალი პროექტი თელავის აეროპორტისთვის
უკვე შემუშავებულია ახალი პროექტი თელავის აეროპორტისთვის- აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,მნიშვნელოვანია თელავის და მესტიის აეროპორტების განვითარება. უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები, თანამედროვე ტერმინალები ორივე აეროპორტისთვის. თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება. დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით, ათ თვეში“, – განაცხადა პრემიერმა.