ალავერდის მონასტრის ეზოში გადაუდებელი რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარაჩოს დასაწყობების პირველი ეტაპი დასრულდა
სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის ნაწილი მიტანილია.
მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა. ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ აიგოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას.
ნახეთ ვიდეო და ფოტომასალა ადგილიდან: