ახალი ამბები

სტეპ თელავში საშემოდგომო მიღება დაიწყო

“სტეპ თელავში” საშემოდგომო მიღება უკვე დაიწყო. IT აკადემია STEP თელავში ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია სრულყოფილად დაეუფლოს ისეთ მომავლის პროფესიებს, როგორებიცაა: პროგრამირება და გრაფიკული დიზაინი

ციფრულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესია, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას ავუწყოთ ფეხი. ეს კი ნიშნავს ისეთი ახალი ტექნიკური ცოდნისა და უნარების დაუფლებას, რომელიც 21-ე საუკუნეს ახასიათებს. პროგრამირება, ციფრული ხელსაწყოების გამოყენება, დიზაინი, ინტერნეტ უსაფრთხოება – ამ სიის მცირე ჩამონათვალია. 

IT აკადემია STEP-ი საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების უდიდესი ცენტრია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) დარგში. “სტეპ თელავი” შესაძლებლობას გაძლევთ დაეუფლოთ პრაქტიკაზე დაფუძნებულ, სრულფასოვან, საერთაშორისო დონის პროფესიულ განათლებას IT მიმართულებით. 

 

“სტეპ თელავში” მიღება დაწყებულია შემდეგ პროგრამებზე:

  • ჯუნიორ აკადემია (9-14 წლამდე)
  • პროგრამირება სკოლის პარალელურად (14-16 წლის ჩათვლით)
  • პროგრამირება ზრდასრულთათვის (17 წლიდან)
  • გრაფიკული დიზაინი ზრდასრულთათვის (17 წლიდან)

 

დარეგისტრირდი მარტივად:

სტეპის Junior IT აკადემიაში ბავშვები შეისწავლიან ვებ-საიტების შექმნას, პროგრამირებას, დიზაინს, თამაშების შექმნას, 3D მოდელირებასა და რობოტექნიკის ინჟინერიას. თეორიულად მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოცდიან. საკუთარი პროექტების შექმნისას, მოსწავლეები შეიძენენ და გააუმჯობესებენ მოქნილ უნარებს, ისწავლიან როგორ დაგეგმონ და მიაღწიონ მიზნებს. 

 

სტეპის პროგრამირების კურსი სკოლის პარალელურად კი 14 – 16 წლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიულ პროფესიას ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას. სწავლის დასრულების შემდეგ,მათ უკვე ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე. 

 

ამასთან ერთად, STEP-ის პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის კურსები ზრდასრულებისთვის გათვლილია მათზე, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში და არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას სწავლის დასაწყებად. 

 

სტეპ თელავის ყველა სტუდენტს ექნება წვდომა აკადემიის ქართულ ენოვან სასწავლო რესურსებზე. სტეპერებს საჩუქრად გადაეცემათ ასინქრონული ონლაინ კურსები, რომლებიც კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ. სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტები STEP-ის დაფინანსებით შეძლებენ საერთაშორისო სერტიფიკატების მოპოვებას პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. 

IT აკადემია STEP-ის თელავის ფილიალი სრულიად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის კომფორტული და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნას. 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში – დარეგისტრირდი მარტივად

STEP თელავის პროგრამებისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის შესაძლებელია მოითხოვოთ პერსონალური კონსულტაცია. 

IT აკადემია STEP – განვითარდი და განავითარე.

Მისამართი: ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4,

ტელ: +995 (322) 45-45-05

 

(R)