ალავერდის მონასტერში გუმბათზე მოსაწყობი ხარაჩოების შეტანა დაიწყო
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გუმბათზე მოსაწყობი ხარაჩოების შეტანა და მონტაჟისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება დაიწყო.
უახლოეს ხანში ტაძრის ფასადზე მოეწყობა ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
,,მოულოდნელი სტიქიის შემდეგ განსაკუთრებით საყურადღებოა ძირითადი ტაძრის გუმბათის დაზიანება. დაუყოვნებლივ არის ასაგები ხარაჩო, რათა სპეციალისტებს მიეცეთ გუმბათზე მუშაობის საშუალება. მინისტრის თქმით, შეიქმნება საშუალოვადიანი პროექტი, რათა მომავალში ძეგლი მეტად იყოს დაცული მსგავსი საფრთხეებისგან”. – განაცხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.