როდის ამოქმედდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად და რა მოხდება შემდეგ
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად სამი სექტემბრიდან ამოქმედდება.
,,სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტი საბა ბრაჭველი კანონის ამოქმედების შესახებ პროცედურებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი სრულად ამოქმედების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია გასათვალისწინებელი.
,,პირველი მნიშვნელოვანი თარიღი იყო 3 ივნისი, როდესაც მოეწერა ხელი კანონს ოფიციალურად, რის შემდეგაც კანონი ნაწილობრივ შევიდა ძალაში. შემდეგი არის 2 აგვისტო, ამ პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს რეესტრის დებულებას, კანონქვემდებარე აქტებს. 3 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში, ყველა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვისაც 2023 წელს შემოსავლის არანაკლებ 20% ქონდა უცხოური ძალისგან მიღებული, უნდა მიმართონ იუსტიციას და მოითხოვონ ნებაყოფლობითი რეგისტრაცია ამ რეესტრში“.
მისივე თქმით, კანონი სრულად 3 სექტემბრიდან ამოქმედდება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები არ დარეგისტრირდებიან რეესტრში, ეს იმას ნიშნავს რომ იუსტიციის სამინისტროს შეეძლება გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმები:
,,3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტრო სრულად გამოიყენებს 3 რეპრესიული მექანიზმიდან სამივეს. ესენია: პირველი – ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაცია, მეორე – მონიტორინგის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერს, მათ შორის ფიზიკურ პირსაც, შეიძლება მიადგნენ და მოითხოვონ ნებისმერი ტიპის ინფორმაცია. მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები ან სადუმლოც კი. და მესამე – ჯარიმები“.
საბა ბრაჭველის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას ანგარიშზე თანხა და ქონება გააჩნია და არც დარეგისტრირდდა, ეს არ გამორიცხავს მისთვის ჯარიმის გამოწერას.
,,მაგალითისთვის, რეგიონული მცირე ტიპის ორგანიზაციებს, ვისაც ქონება და თანხა არ გააჩნია ანგარიშზე, მათ ექნებათ დრო ჯარიმის გადასახდელად 3 ოქტომბრამდე. ამის შემდეგ სამინისტრო ან სხვა სახელმწიფო ორგანო მიმართავს აღსრულების პროცედურებს. ასეთ დროს ორგანიზაციის ანგარიში დაყადაღდება. მიუხედავად ამისა, ორგზანიზაციას შეუძლია განაგრძოს ფუნქციონირება, მაგრამ როგორც ფინანსური შემოსავლი გაუჩნდება, მყისიერად მიექცევა ჯარიმის აღსრულებაზე. იმასაც ვიტყვი, რომ ჯარიმის პროცედურები არ არის ხანმოკლე, და, ვფიქრობ, ეს პროცედურები გაიწელება არჩევნებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ კანონის მხარდამჭრები დარჩენენ ხელისუფლებაში, კიდევ შეიცვლება ეს კანონი ცუდისკენ. მათ, მესამე მოსმენაზეც ჩაამატეს ფიზიკური პირები. მაგალითად, თუ არ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია, ის დაჯარიმდება არაერთხელ 5000 ლარით და შეუზღუდავად“.
მისივე განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია არჩევნებამდე ყველა ორგანიზაციამ შეძლოს ფუნქციონირება ისე, როგორც ახლა:
,,3 სექტემბრიდან უნდა შევძლოთ, რომ 26 ოქტომბრამდე მივიდეთ ისე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ იმ საქმიანობის გაკეთება რასაც ვაკეთებთ. არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, რომ თითოეული ხმა იყოს დაცული. მათთვის ტექნიკური სახის სამუშაოები დროში მოსწრებადია. 3 სექტემბრიდან კი რაც უფრო მეტი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, მით უფრო რთული იქნება მეტ ორგანიზაციას მისწვდნენ, თუნდაც მონიტორინგის ჩასატარებლად. ვსაუბრობთ ასეულობით ორგანიზაციაზე. დაიწყებენ დიდი ორგანიზაციებით, რომლებიც ახდენენ არჩევნების მონიტორიგნს, აკვირდებიან, ამზადებენ კადრებს. მათ დაარტყამენ პირველად როგორც მონიტორინგის, ისე ჯარიმების კუთხითაც, რათა მათი სამიქნობა შეფერხდეს“.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.