კახეთში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების – კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო.
ამ ეტაპზე, კოღოების საწინააღმდეგო წამლობა განხორციელდა ქალაქ სიღნაღსა და წნორში. ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ანაგა, ვაქირი საქობო, მაშნაარი, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ერისიმედი, ტიბაანი, ძველი ანაგა, ხირსა, ხორნაბუჯი, ყარაღაჯი.
დასახლებული პუნქტები კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა.