მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება 500 ლარით, 25%-ს – 300 ლარით, დანარჩენს – 200 ლარით გაეზრდება
საჯარო სკოლის ყველა სტატუსიანი და სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება იზრდება.
საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს, რომლის რაოდენობა 21 000 შეადგენს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს, 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს, 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს და დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება.
“როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.