ახალი ამბები

ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ძლიერი წვიმა და სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსახლეობის თქმით, დაზიანებულია ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები.

რა ზარალი მიაყენა სტიქიამ თელავს, ამაზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.