“ლოპოტა სპა რეზორტმა” სასტუმროს ახალი კორპუსი გახსნა
,,ლოპოტა სპა რეზორტმა” სასტუმროს ახალი კორპუსი გახსნა, რომელიც 2 თანამედროვე, 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზსაც მოიცავს.
როგორც ,,ლოპოტა სპა რეზორტის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს არის კომპლექსის 16-ე შენობა, რომელიც მოიცავს 80 ნომერს, საიდანაც 74-პრემიუმ კატეგორიისაა (ორ ადგილიანი ნომრები), 6 კი ლუქს კატეგორიას წარმოადგენს. შენობას აქვს თავისი აუზი და ბუნგალო.
გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე 15 ივნისს გაიხსნება აკვაპარკი, სახელწოდებით – Green Aqua, სადაც გართობას შეძლებენ როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები. ივლისის ბოლოს დაგეგმილია ჯაზკლუბის გახსნაც.
„ლოპოტა სპა რეზორტი” ბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. ამ დროისთვის “ლოპოტა სპა რეზორტი” ჯამში 311 სასტუმრო ნომერს მოიცავს.