ჯანმო ადასტურებს, რომ ახალი ფრინველის გრიპით პირველი ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ მექსიკაში პირველი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით (მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპი, HPAI).
59 წლის მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მას ფრინველებთან კონტაქტი არ ჰქონია. 17 აპრილს მას განუვითარდა ცხელება, ქოშინი, დიარეა, გულისრევა და ზოგადი სისუსტე. 24 აპრილს მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ის გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ის იმავე დღეს გარდაიცვალა.
ვირუსი მექსიკაში ფრინველში აღმოაჩინეს.
ეს არის H5N2-ის ტიპის ფრინველის გრიპით ადამიანის დაინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მეცნიერების განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა არ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებში ფრინველის გრიპის H5N1 შტამის გავრცელებასთან, რომლითაც რძის ფერმის სამი მუშაკი დააინფიცირა.
გარდა ამისა, გაეროს სააგენტომ განაცხადა, რომ მექსიკაში ზოგადი მოსახლეობისთვის ამჟამინდელი რისკი დაბალია.
„H5N1 არის გრიპის ინფექცია, რომელიც ძირითადად დაიწყო ფრინველებსა და იხვებში, ეფექტურად გავრცელდა ბოლო ერთი ან ორი წლის განმავლობაში და გახდა გლობალური ზოონოზური – ცხოველური – პანდემია“, – ნათქვამია განცხადებაში.