თელავში 24 წლის ბიჭს ეძებენ
მეორე დღეა თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩინარების სხვა შემთხვევაც ყოფილა. ბოლო ცნობებით, ბიჭი თბილისში ჩავიდა.
ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციასაც უკვე აცნობა.