ახალი ამბები

სოფელ ფშაველში მცხოვრებ 43 წლის კახაბერ გაბრელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრებ 43 წლის კახაბერ გაბრელაშვილს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

კახაბერი თბილისში, შემთხვევის შედეგად დაიჭრა. ის ამჟამად უგონოდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში- რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მამაკაცის მეგობრების თქმით, ოჯახმა სრულად ამოწურა მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი, რის გამოც პაციენტისთვის მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. კლინიკაში არსებულ დავალიანება 65 000 დოლარს აჭარბებს.

ოჯახს არ აქვს დარჩენილი ფინანსური რესურსი და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.

საქართველოს ბანკი
GE52BG0000000527219997
მიმღები – თამარ კოპალიანი

თიბისი ბანკი
GE28TB7542245064300071
მიმღები – თამარ კოპალიანი