საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების იდეამ საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტების სტარტაპ იდეა „AI IA“ ბარსელონაში გამართულ HackUPC ჰაკათონში საუკეთესო 50 პროექტს შორის მოხვდა.
ჰაკათონი უკვე მე-10 წელია იმართება და წელს 30 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და ევროპის ქვეყნებიდან 750 სტუდენტისგან დაკომპლექტებული 250 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მონაწილეობა მხოლოდ საქართელოს უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა მიიღო. გუნდის წევრებმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, ცოტნე ბერიშვილმა, გუგა გოგუამ და გიორგი კირაკოსიანმა შეიმუშავეს აპლიკაცია „AI IA“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და თითოეულ ინდივიდზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტებს მიერ შექმნილი აპლიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირი შეძლებს ინდივიდულურად განავითაროს საკუთარი ცოდნა და ცნობიერება მისთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ.
გუნდის თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული პროექტის მომზადებაში და როცა გიორგი კირაკოსიანი პროექტის მომავალ გეგმაზე გვესაუბრებოდა გვითხრა, რომ „ჩვენი გუნდის მიზანია ამ აპლიკაციის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც მოხდეს ინტეგრირება იმისათის, რომ მათ გაუმარტივდეთ სასწავლო გარემო და უკეთ შეძლონ თავიან ცოდნაზე დააშენონ ახალი ცოდნა“.
ნიკა ბოჭორიშვილის თქმით, „ჰაკათონი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით კი ასეთი დონის ჰაკათონი, როგორიც HackUPC. გარდა გამოცდილების მიღებისა, ჩვენმა გუნდმა შევძელით საინტერესო და აუცილებელი კონტაქტების მოძიება გლობალური ტექნოლოგიების სფეროში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების იდეამ მოწონება დაიმსახურა ისეთი გლობალური ტექ ორგანიზაციებისგან, როგორიცაა GitHub, InterSystems, Bluetab, TravelPerk.