7-8 ივნისს წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
დღის მეორე ნახევრიდან სითბოს ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. 7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +34, +36 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.
,,აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.