თელავის სოფლებში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დაიწყო
თელავის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა სოფლების მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. ავტობუსები სოფლებში, სამი მიმართულებით მოძრაობენ. ავტობუსები თელავი-რუისპირი-იყალთოსა და თელავი- აკურის მიმართულებით დილიდან საღამომდე მოძრაობენ. გადაადგილების საფასური 1 ლარია, განსხვავებული ფასია გარკვეული კატეგორიის პირებისთვის, რომელიც თელავის მერიის მიერ არის დადგენილი. თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი რამდენიმე წელია მუშაობს, თუმცა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე.