თელაველმა ლადო ჭინჭარაულმა, ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
თელაველმა სპორტსმენმა ლადო ჭინჭარაულმა, პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ესპანეთში, ქალაქ გრანადაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 50 მეტრზე პარიზი 2024-ის ლიცენზია გათამაშდა, რომელიც ლადო ჭინჭარაულმა არავის დაუთმო. ლადო, ტურნირიდან ლიცენზიის გარდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულით ბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ნაკრებს სპორტის 6 სახეობაში უკვე 13 გარანტირებული ლიცენზია აქვს, რაც უკვე ისტორიული შედეგია.