ახალი ამბები

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, საგზაო სამოსი მოწყობილია 17 კმ-ზე, დასრულების ეტაპზეა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ჯამში ითვალისწინებს 35 მეწყრულ უბანზე პრევენციული სამუშაოების ჩატარებას.

,,გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომელიც ერთ-ერთი უმოკლეს გზას წარმოადგენს ახმეტის, თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტის მიმართულებით

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, სრულად აღიჭურვება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება”,- აცხადებენ საავტომობილი გზების დეპარტამენტში.