კლინიკებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაეკისრათ
2024 წლის პირველი ივნისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა.
შესაბამისად, 1 ივნისიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დანიშნოს ან განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ჯანდაცვის ასოციაცია იმ ვალდებულებებს განმარტავს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა დაცვის ოფიცერს დაეკისრება.
“ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნულ თემატიკაზე შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, ფიზიკური პირის მიმართვის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სხვა,”- განმარტავენ ასოციაციაში.
კანონის თანახმად, ორგანიზაცია, რომელმაც დანიშნა ან განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ვალდებულია, ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.