სამ დღიანი ბანაკი სოფელ დუისში- ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალგაზრდებისთვის
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პროექტი ,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სამ დღიანი ბანაკი ჩატარდა.
აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სამოქალქო აქტივიზმი, სოციალური მედია და მედია წიგნიერება, გაცვლითი პროგრამები და სხვა.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მუსლიმ ბორჩაშვილი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე ახალგაზრდები გაეცნენ კრიტიკული, შემოქმედებითი, ჯგუფური მუშაობის და საკომუნიკაციო უნარების განვითარების გზებს და შესაძლებლობებს.
,,ბანაკის მიზანი იყო ქისტი და ქართველი ახალგაზრდების უფრო მეტად დაახლოება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამ დღიანი ბანაკი პანკისის ამერიკულ თაროში. მასში მონაწილეობა მიიღო პანკისის ხეობაში და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 14-17 წლამდე 25-მდე ქისტმა და ქართველმა ახალგაზრდამ. ევროპის ფონდის და ახმეტის ახალგაზრდული იდეის მხარდაჭერილი პროექტი ,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“, ინიცირებულია პანკისის ხეობაში არსებული ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ,,პანკისის ახალგაზრდა ელჩები“ -ს მიერ. პროექტის პარტნიორები არიან Roddy Scott Foundation და American Shelf Pankisi”,– განაცხადა მუსლიმ ბორჩაშვილმა.