„ენისელი-ბაგრატიონი“ საოჯახო ბიზნესი 1875 წლიდან
ძალიან მომწონს საოჯახო ბიზნესის უწყვეტობა, სტაბილურობა (მიუხედავად მე-20 საუკუნის ქარტეხილებისა, მათ შორის გერმანიაში). თაობები რომ აგრძელებენ ოდესღაც დიდი ბაბუის დაწყებულ საქმეს. ასე მგონია ჩვენთანაც ასე იქნებოდა, რომ არა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია, კერძო საკუთრების გაუქმება და ადამიანებისთვის ინიციატივის, მცირე და საერთოდ ბიზნესის კეთების ხალისის წართმევა. „ენისელი-ბაგრატიონის“ ღვინის ქარხანა, ჩემთვის სწორედ ისეთი ამბავია, რომელმაც დროს აჯობა.
Read More