ხმა, რომელიც გვჭირდება!
მსოფლიოში ბავშვთა უფლებები დაცული არ არის. დღეს უამრავი ბავშვია ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ბავშვებს სცემენ, იძულებით ამუშავებენ, აქორწილებენ, უზღუდავენ განათლების უფლებას და ა.შ. გარდა ამისა, დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არასრულწლოვნებს არ გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
მე 16 წლის ვარ – საქართვეოს კონსტიტუციით მქვია ბავშვი, რაც არ მაძლევს საშუალებას, მეც მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩემი ქვეყნის ხელისუფალი ავირჩიო.
ვთვლი, რომ ბავშვებს უნდა შეგევძლოს არჩევნებში მონაწილეობა. არგუმენტი ბევრი მაქვს:
არჩევნებში ბავშვების მონაწილეობა, პოლიტიკოსებს აიძულებს მათ საარჩევნო პროგრამებში შეიტანონ ბავშვთა საჭიროებები:
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბავშვებს, მათ საჭიროებებს და უფლებებს ძალიან ცოტა ადგილი აქვს დათმობილი. მიზეზი მარტივია – ბავშვი არ არის ამომრჩეველი. დღეს რატომღაც ყველა პოლიტიკოსი ფოკუსირდება პენსიებზე, ხელფასებზე, დახმარებებზე, რითიც მანიპულირებას ახდენს ამომრჩეველზე. ბავშვი და მისი საჭიროებები კი ყველასთვის მეორე ხარისხოვანი ხდება.
იმ შემთხვევაში თუ ბავშვსაც ექნება ამომრჩევლის უფლებამოსილება, პოლიტიკოსები მოუსმენენ ბავშვებს და იძულებულები იქნებიან ფოკუსირდნენ ბავშვების საჭიროებებზეც.
ბავშვები – ქვეყნის ნაწილი და მომავალი!
თუ გვაქვს ამბიცია, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახლმწიფოში, სადაც ქვეყნის ხელისუფლებას ირჩვენ მოქალაქეები – ბავშვები არ ვართ ქვეყნის მოქალაქეები?!
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, თუ რა გვინდა ბავშვებს – ქვეყნის მომავალს. ჩვენი სურვილები და საჭიროებები კი ჩვენზე კარგად არავინ იცის;
ბავშვები თუ ჩავერთვებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გავხდებით მეტად ინფორმირებულნი:
არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გაგვხდის ინფორმრებულს სამოქალაქო საკითხების ირგვლივ და პოლიტიკური პირები ვეღარ შეძლებენ ჩვენს მოტყუებას და მანიპულირებას – სამომავლო პერსპექტივაში კი, მივიღებთ ინფორმირებულ ამომრჩეველს, რომელიც უკეთ შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
გარდა ამისა, ვერავინ შეძლებს ინფორმირებული ამომრჩევლის მოსყიდვას, მოტყუებას და ეს საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს და გამჭვირვალეს გახდის.
ბავშვები მოზარდობის ასაკიდან შევიძენთ მნიშვნელოვან უნარებს:
იმის გააზრება,რომ ქვეყნის მომავალში შეგვაქვს წვლილი, გვაკისრებს პასუხისმგებობას, შესაბამისად, მცირე ასაკიდან გვექნება პასუხისმგებლობსი გრძნობა, რომელსაც ყველა მიმართულებით გამოვიყენებთ;
გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობით, გავხდებით უფრო აქტიური მოქალაქეები და მცირე ასაკიდან შევძლებთ ვისწავლოთ სიტუაციის გაანალიზებისა და სწორი შეფასების უნარი.
ბავშვების არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა დისკრიმინაციულია:
თუ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ყველა მოქალაქეს მისცეს თანაბარი უფლება და შესაძლებლობა, მაშინ, რატომ გვეზღუდება უფლება მონაწილოება მივიღოთ არჩევნებში?!
ბავშვების მონაწილეობა არჩევნებში, სამომავლო პრესპექტივაში გაზრდის ამომრჩველთა რაოდენობას:
ალბათ, ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ სამყაროში ყველაზე ინტერესიანი არსებები ვართ ბავშვები, შესაბამისად, თუ გვექნება უფლება არჩევნებში მონაწილეობისა, თუნდაც მხოლოდ ინტერესის გამო, ყველა ბავშვი მოინდომებს არჩევნებში ჩართულობას და საკუთარი ხმის დაფიქსირებას. ამით ბავშვები მივეჩვევით, რომ ქვეყნის მოქალაქის მოვალეობაა დააფიქსიროს საკუთარი ხმა არჩევნებში და სამომავლო პერსპექტივაში, მოქალაქეთა აქიტურობა არჩევნებში საგრძნობლად გაიზრდება.
ცხადია, ბავშვებისთვის ხმის უფლების მიცემა, ჩვენ პოლიტიზირებას არანაირად არ გულისხმობს. მე სრულიად აპოლიტიკური ვარ და არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს არ წარმოვადგენ, თუმცა, მაქვს ამბიცია, ობიეექტურად შევაფასო და ავირჩიო ის პირი/პარტია ჩემი ქვეყნის სათავეში, რომელიც მე მინდა და ვფიქრობ, რომ ჩემი, მოქალაქეების და ქვეყნის საჭიროებებზეა ორიენტირებული.
შესაბამისად, მე მეგონია, რომ მაქვს შესაძლებლობა გავაანალიზო სიტუაცია და მივიღო ჩემი და ჩემი ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილება. მე არ მინდა თქვენი ხმა იყოს ჩვენი მომავალი, მე მინდა ჩვენი ხმა იყოს ჩვენი მომავალი!
გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, არასრულწლოვანთა მონაწილეობა არჩევნებში, პოლიტიკოსებს მისცემს იმის გააზრების საშუალებას, რომ საკუთარი შვილების გარდა, ქვეყანაში სხვა ბავშვებიც არსებობენ, რომლებსაც ჩვენი და სახელმწიფოს დახმარება ძალიან სჭირდება!
2020 წელს, როცა პირველად მომიწევს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იმ პარტიას მივცემ ხმას, რომელსაც ექნება ანტიდისკრიმინაციული, გარემოსდაცვითი და ბავშვის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამა.