სოფელ წინანდალში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემთხვევის დროს, 4 სულიანი ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ხანძრის ლოკალიზება თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა 2 საათის განმავლობაში შეძლეს, თუმცა საცხოვრებელი სახლის ნახევარი მაინც განადგურდა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. სპეციალისტების თქმით, ხანძრის გაჩენა სახლის საბუხრედან მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფოცხვერაშვილების ოჯახს ზარალის ანაზღაურებაში გამგეობა დაეხმარება.
,,შესაბამისი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ სიტუაციას. ამის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადაწყვეტს რა სახით დაეხმარება დაზარალებულ ოჯახს”, – განაცხადეს გამგეობაში.