დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და კახეთის გუბერნიას შორის მემურანდუმი გაფორმდა. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის თქმით, მემურანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ოპერაციები აქ ჩვენს საავადმყოფოში ადგილზე გაკეთდეს.
ირაკლი შიოლაშვილი- კახეთის გუბერნატორი:
,,მემურანდუმის ფარგლებში შესაძლებელია ოპერაციები აქ ადგილზე გაკეთდეს, რომელსაც უზრუნველყოფს კლინიკის ხელმძღვანელობა. ამავე დროს მოხდება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა და გადამზადება ჩვენი ექმიმების. რესპუბლიკური საავადმყოფო ასევე დაეხმარება ჩვენს რეგიონში მოქმედ ექიმებს.”