მწერალთა სახლმა თელავში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო
საქართველოს მწერალთა სახლმა აქტიური მუშაობა დაიწყო რეგიონული პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც, პირველ რიგში, კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათისაა და მიზნად ისახავს კულტურისა და ლიტერატურული პროცესების დეცენტრალიზაციას და ცენტრისა და რეგიონის თანაბარზომიერ განვითარებას. ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კულტურასა და ლიტერატურაზე ღია დისკუსიების ინიცირება, მეტ მოთხოვნას გააჩენს მრავალფეროვან კულტურულ ცხოვრებაზე.
Read More