სტატიები

შეხვედრა ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად აგრძელებს საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებებს.

 სერთიფიცირების სისტემის დანერგვის მიზანია საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების წარმოების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია.

 აღნიშნულისისტემის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად სოფლისმეურნეობისსამეცნიერო-კვლევითიცენტრისთესლისადასარგავიმასალისსტანდარტებისადასერთიფიცირებისსამსახურისუფროსინოდარხატიაშვილიხორბლისმწარმოებელფერმერებსდედოფლისწყაროშიშეხვდა.

 შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს სერთიფიცირებასთან დაკავშირებულს აკითხებსა და მაღალხარისხიანი თესლის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებზე.

 დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. ცენტრის თანამშრომლები  კონსულტაციას გაუწევენ და  დაეხმარებიან, რომ მათი პროდუქცია  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იყოს წარმოებული. რაც შესაძლებლობას მისცემთ პროდუქციის რეალიზება მოახდინონ  საექსპორტო ბაზრებზე.

 სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს პროგრამა  „საქართველოს სოფლისმეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობები სგანვითარება“-ისფარგლებში, FAO-სტექნიკური მხარდაჭერითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო (R)