პრემიერი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს. პრემიერი მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრეს სამსახურში აცხადებენ, ახლო მომავალში პრემიერი შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.