არჩევნებიახალი ამბები

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის დისკუსია კახეთიდან დაიწყო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო დისკუსია კახეთიდან დაიწყო.
შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას პარტიების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები ეწრებოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანას აქვს ევროპული სტილის კონსტიტუცია. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში იგეგმებოდა, თუმცა საზოგადოების მოთხოვნით მისი ვადები შეიცვალა და 2020 წელს არჩევნები ახალი ფორმატით, პროპორციული სისტემით ჩატარდება.
,,დავიწყეთ ჩვენ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები და პირველ ასეთი შეხვედრას უმასპინძლა თელავმა. საინტერესო კითხვები იყო, ჩვენ გავეცით პასუხები და როგორც გამოიკვეთა არსებობს მაღალი კონსენსუსი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომ ის ჩატარდეს 2020 წელს.
დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრებები საარჩევნო ბლოკებთან და ბარიერთან დაკავშირებით. მოქალაქეების ნაწილი ეთანხმება ბლოკების გაუქმებას და ეთანხმება იმას რომ ერთჯერადად 0% -იანი ბარიერი ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის რომ შევიდნენ პარლამენტში მიიღონ დაფიონანსება, წარმომადგენლობა და მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის რომელიც ბარიერით ჩატარდება’’, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვის ფარგლებში კომისია სხვადასხვა რეგიონში ჯამში 11 საჯარო შეხვედრას გამართავს.