ლაგოდეხში ვაშლოვანის ქუჩაზე ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა

ხანძარია, ლაგოდეხში ვაშლოვანის ქუჩაზე. ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ლაგოდეხის სახანძრო – სამაშველო სამსახური მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.

მათივე თქმით, შემდგომი გავრცელებისა და დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გადასვლის თავიდან ასაცილებლად, ლაგოდეხელ მეხანძრეებს, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც დაეხმარებიან.
ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზების პროცესი მიმდინარეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *