ახმეტაში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ცეცხლი ბავშვებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში გააჩინეს, რომელიც თივას წაეკიდა და შემდეგ სახლზე გავრცელდა. იოსებ ქარუმაშვილის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ბავშვებს კრაზანების ბუდისთვის მიუკიდებიათ ცეცხლი, რომელიც თივაზე გავრცელდა და სახლს გადაედო. ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დროებით საცხოვრებელ ფართში გადაიყვანს“, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ფიჩხოვანში ხანძარი ლოკალიზებულია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი