გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევას 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ტრაქტორს, შემდეგ კი მამაკაცს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა სიცოცხლესთან ვეღარ შეძლეს.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *