ახალი ამბები

თელავის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 1 და 2 მარტს სპექტაკლის “კაცი ცოლს უღალატებს და სხვა ამბები” პრემიერა გაიმართება.

თეატრის ინფორმაციით, დარიო ფოს პიესების მიხედვით წარმოდგენილი იქნება ერთმოქმედებიანი კომედია, რომელზე დასწრებაც 16 წლამდე ასაკის მაყურებელს არ შეეძლება. სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია.
,,სპექტაკლის პრემიერა 1 და 2 მარტს გაიმართება. მისი რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, რომელიც თეატრალური პრემია “დურუჯი”-ს 2018 წლის გამარჯვებული და საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელია. სპექტაკლის დასაწყისი 19.00 საათია. ბილეთის ფასი კი 10 ლარია. აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება. მსურველებს ბილეთების დაჯავშნა და დამატებითი ინფორმაციის მიღება ტელეფონზე 555 58 23 23: შეუძლიათ”,- აცხადებენ თელავის თეატრში.