ახალი ამბები

თელავის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის ინფორმაციით, თელავის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სოზარ სუბარის განცხადებით, გარდა ამისა, იგეგმება გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ცენტრის რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხისა და ჭერემის გზების რეაბილიტაციაც განხორციელდება.

სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი შეასრულებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი