თელავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა
ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 17 წლის გოგონა და ბებია მოიწამლნენ. მათ სამაშველო სამსახურში მაშინ დარეკეს, როცა თავი შეუძლოდ იგრძნეს.
მაშველებმა და სამართალდამცველებმა, ბინაში შეღწევა სპეციალური ტექნიკით შეძლეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად, წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.