საგარეჯოში ახალი ბაზარი გაიხსნა

საგარეჯოში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალმა ბაზარმა დაიწყო ფუნქციონირება, სადაც გარემოვაჭრეები განთავსდნენ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი ბაზრისთვის განკუთვნილი შენობა კეთილმოწყობილია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულმა სამსახურმა შეთანხმების საფუძველზე გარემოვაჭრეების გადაადგილება უზრუნველყო და გარკვეული შეაღავათებიც აღუთქვა.
ახალი ბაზრისთვის განკუთვნილი შენობა ადაპტირებული და კეთილმოწყობილია, შენობის გვერდითა მხარეს განთავსებულია შემნახველი საკნები”, – აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *